მარშალის მიერ ორგანიზებული მიღება დიპლომატიური კორპუსისთვის
28 იანვარს საქართველოს გენერალურმა კონსულმა იოსებ ხახალეიშვილმა მონაწილეობა მიიღო მალოპოლსკის სავოევოდოს მარშალის, ლუკაშ სმულკას სახელით ორგანიზებულ მიღებაში, რომელიც კრაკოვში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში შეჯამდა გასულ წელს გენერალური საკონსულოების მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროექტები და განხილულ იქნა სამომავლო გეგმები.
