მისასალმებელი სიტყვა
მოგესალმებით,
მაქვს პატივი, მოგმართოთ როგორც საქართველოს გენერალურმა კონსულმა კრაკოვში და მოგესალმოთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. აღნიშნული პლატფორმა შექმნილია იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ კომუნიკაცია ჩვენს თანამოქალაქეებთან, დიასპორასთან, პოლონელ პარტნიორებთან და მეგობრებთან.
საქართველოს გენერალური საკონსულო კრაკოვში ემსახურება საქართველოს მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას, მათ მხარდაჭერას და საჭირო საკონსულო მომსახურების გაწევას. ამასთანავე, ჩვენი მისიაა საქართველოსა და პოლონეთს შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით რეგულარულად გაგიზიარებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ჩვენი სურვილია, რომ აღნიშნული პლატფორმა სასარგებლო იყოს ჩვენი თანამემამულეებისთვის.
ამასთან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დიასპორის გაძლიერებასა და ერთიანობას. თქვენი ჩართულობა, მხარდაჭერა და ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც საკონსულოს საქმიანობაში, ისე საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში.
გისურვებთ წარმატებას და კეთილდღეობას.
პატივისცემით,
იოსებ ხახალეიშვილი
საქართველოს გენერალური კონსული კრაკოვში