საქართველოს გენერალური კონსულის შეხვედრა კრაკოვის ხელოვნების სასახლის დირექტორთან
საქართველოს გენერალურმა კონსულმა იოსებ ხახალეიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კრაკოვის ხელოვნების სასახლის დირექტორთან, პშემისლავ ვიტეკთან.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ხელოვნების სასახლეში ქართული გამოფენის ორგანიზების შესაძლებლობები, ქართული და პოლონური ხელოვნების პოპულარიზაციის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები.
