საქართველოს გენერალური კონსულის შეხვედრა კრაკოვის ოპერის თეატრისა და ფილარმონიის ხელმძღვანელებთან
საქართველოს გენერალურმა კონსულმა იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრები გამართა კრაკოვის ოპერის თეატრისა და ფილარმონიის ხელმძღვანელებთან, პიოტრ სულკოვსკისთან და მათეუშ პრენდოტასთან.
საუბარი შეეხო ქართველი და პოლონელი მუსიკოსების ერთობლივ პროექტებს, მათ შორის მიმდინარე წლის აგვისტოში, კრაკოვში დაგეგმილ საერთაშორისო ფესტივალში ქართველი საოპერო შემსრულებლების მონაწილეობას.
კრაკოვის მუსიკალური საზოგადოების წარმომადგენლებმა სრული მზაობა და მხარდაჭერა გამოხატეს ქართული მუსიკისა და შემსრულებლების პოლონეთის საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობის მიზნით.
