მალოპოლსკის სავოევოდოსა და პოლონეთის ქალაქებისა და რეგიონების ასოციაციების შემაჯამებელი შეხვედრა
2026 წლის 12 იანვარს საქართველოს გენერალურმა კონსულმა იოსებ ხახალეიშვილმა, კრაკოვში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მალოპოლსკის სავოევოდოსა და სრულიად პოლონეთის ქალაქებისა და რეგიონების ასოციაციის 2025 წლის შემაჯამებელ შეხვედრაში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პოლონეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერი და ეროვნული თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ კამიში, აგრეთვე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურის, განათლების და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
