პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამართული ოფიციალური მიღება
2026 წლის 14 და 15 იანვარს საქართველოს გენერალურმა კონსულმა იოსებ ხახალეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და საპატიო კონსულებისთვის გამართულ მიღებებში.
ვარშავაში გამართულ შეხვედრაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ქალბატონმა ჰენრიკა მოშჩიკა დენდისმა, მადლობა გადაუხადა საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს ეფექტური თანამშრომლობისთვის და გააცნო სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის სამომავლო გეგმები და სიახლეები.
კრაკოვის მერმა ალექსანდერ მიშალსკიმ კრაკოვის მულტიფუნქციურ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ქალაქის განვითარებისთვის საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე და წარადგინა საერთაშორისო ღონისძიებების კალენდარი, რომლებსაც კრაკოვი 2026 წელს უმასპინძლებს. შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა ინფორმაცია კრაკოვის დიპლომატთა კლუბის შექმნის შესახებ.
