Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ კრაკოვში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ კრაკოვში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ კრაკოვში

საქართველოს გენერალურმა საკონსულომ კრაკოვში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლა

22 მაისს, ქალაქ კრაკოვში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებითა და კომპანია „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“-ს მხარდაჭერით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. 
ღონისძიებაზე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გენერალურმა კონსულმა იოსებ ხახალეიშვილმა და ელჩმა პოლონეთში დიანა ჟღენტმა. მათ მადლობა გადაუხადეს სტუმრებს მობრძანებისათვის და ისაუბრეს ახლადგახსნილი გენერალური საკონსულოს მნიშვნელობაზე ქართულ-პოლონური ურთიერთობების ჭრილში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და იმ ფასეულობებზე, რომლებზეც თანამედროვე ქართული სახელმწიფო დგას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გენერალური საკონსულოს სამოქმედო რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ასევე ქართული დიასპორის წევრები.